თიბისი ლიზინგის და  BMW-ს სპეციალური შეთავაზება – ისარგებლე განსაკუთრებული ფასდაკლებით და დაიბრუნე ღირებულების 20%


  • თიბისი ლიზინგის და GT Motors-ის საახალწლო შეთავაზების ფარგლებში ახალი BMW-ს შეძენა 87 000 ლარამდე ფასდაკლებით შეგიძლიათ, ხოლო 6 თვიანი გადახდის შემდეგ ღირებულების 20%-ს დაიბრუნებთ.

 შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი ლიზინგის გამარტივებული პირობებით ისარგებლებს.

„ ჩვენი და GT Motors-ის პარტნიორობა მრავალ წელს და საინტერესო პროექტს ითვლის. წელს გადავწყვიტეთ, რომ საახალწლო შეთავაზების ფარგლებში დიდი ფასდაკლება და სპეციალური პირობა შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაც 6 თვის შემდეგ საგარანტიო თანხის დაბრუნებას გულისხმობს. დამეთანხმებით, რომ BMW გერმანული ავტოწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია, შესაბამისად, მისი მოყვარულები განსაკუთრებული ლოიალობით გამოირჩევიან, ამიტომ, ვფიქრობთ ჩვენი აქცია საინტერესო იქნება“ – ეკა ანჯაფარიძე, თიბისი ლიზინგის ავტო მიმართულების ხელმძღვანელი.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, განსაკუთრებული პირობებით ისარგებლონ და შეიძინონ BMW-ს საყვარელი მოდელები, მათ შორის X5, X6, X7, სედანები და სრულიად ახალი X2. აქცია ასევე ვრცელდება BMW-ს სრულად M სერიის ავტომობილებზე. მიმდინარე შეთავაზება არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობით განხორციელდა. ტესტ-დრაივი შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით ჩვენს შოურუმში. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს, გაეცნონ BMW-ს მოდელების დინამიკასა და პრემიუმ ხარისხს“, – თამუნა დიასამიძე, BMW-ს გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!