თეონა ქარდავა მისი უსაფრთხოების დაცვას ითხოვს


წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის  მოხალისემ თეონა ქარდავამ ბრიფინგი გამართა. მან მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა ვინმე ბეჟან ლოლუა, რომელიც გაეცნო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად. ქარდავა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ზეწოლაში და შანტაჟში ადანაშაულებს. მისი თქმით, ვინმე ლოლუამ ურჩია თავი შეეკავებინა გუბერნატორისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ხმაურიანი განცხადებების გაკეთებისაგან.

ქარდავა ამბობს, რომ ლოლუა წერს შემდეგი სახით ფეისბუკზე: „თქვენ გგონიათ არ ვიცი ვინ ხართ? ჯობია გაჩუმდეთ, წყნარად იყოთ თორემ, რაც დაგემართათ იმაზე უარესი დაგემართებათ. ისევ დაკარგავთ ყველაფერს.“ ქარდავას თქმით, მას არაფერი არ აქვს დასაკარგი. „ბიზნესი და ქონება მე არ მაქვს. შვილი მყავს და მეშინია. პირველი შემთვევა არ არის, როდესაც აფხაზეთის მთავრობაში ვმუშაობდი, მე დამიბარეს და საკუთარი ხელით დამაწერინეს განცახდება წასვლის შესახებ. ბატონი ოთარ გოგოხია მაშინ მეუბნებოდა, რომ მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და აუცილებლად უნდა დამეწერა განცხადება წასვლის შესახებ. მე დავწერე და წამოვედი.“ ქარდავას განმარტებით, ლოლუა მადლობას უხდის,  „ქართული ოცნების“ გვერდში, დგომისათვის, მაგრამ ახლა წერს, რომ მათ აღარ სჭირდება. თეონა ქარდავა ამ ყველაფერს საკუთარ აქტიურობას უკავშირებს, სხვადასხვა საკითხებთნ დაკავშირებით. მათ შორის, დევნილებისთვის ბინების განაწილების მიკერძოებას, დათო შენგელიას ბიჭებზე რომ გაიცა უმეტესი წილი ბინებისა, ასევე აფხაზეთის მთავრობაში მომუშავე კერძო ბიზნესის მქონე პირებზე ბინების გაცემას და გუბერნატორ ლევან შონიას კონტრაბანდაში ლობირებას. ქარდავა მიმართავს უშიშროების სამსახურს, სტრუქტურას, დაიბარონ ეს პიროვნება, ვინმე ბეჟან ლოლუა, რომელიც არის მოქმედი თანამშრომელი უშიშროების, დაიკითხონ, მიიღონ შესაბამისი რეაგირება და გაათავსუფლონ დაკავებული სამსახურიდან. „დაიცვან ჩემი როგორც ერთი რიგითი საქართველოს მოქალაქის უფლბა და დამიცვან შესაძლო საფრთხისგან“


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!