არასამთავრობო ორგანიზაცია “სამეგრელოს ხმის” ლიდერი, თენგიზ ჯგუშია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას გათავისუფლებას ასე ეხმაურება: “მოხსნესო … 🙂 როგორც თავის დროზე სამეგრელოს ტირანმა დედოფალმა გურანდუხტმა ყაჩაღ ომარ მარღანიას გლეხობაზე ტერორის სანაცვლოდ სადადიანოს დიდი ნაწილი ოფიციალურად მიუჩინა სათარეშოდ და საპარპაშოდ,
ასევე მთელი ექვსი წლის განმავლობაში შონია ივანიშვილისგან სრული კარტ-ბლანშით მფარველობდა და მეთოდურად აძლიერებდა კონტრაბანდულ ბიზნესებს სამეგრელოში, კლავდა თვითმმართველობას, აყალბებდა არჩევნებს, ძარცვავდა სახელმწიფო ბიუჯეტს, ანადგურებდა ტყეების მასივებს, ეწეოდა კორუფციის და ნეპოტიზმის კულტივირებას, დაგეგმილი მკვლელობების ორგანიზებას …
და თურმე მხოლოდ “მოხსნეს”, დაასვენეს …
მოხსნა ბაირამობაა ამისთვის.
დასაჭერია ეს თაღლითი კონტრაბანდისტი და ინტელექტუალური იმბეცილი!!!
სიტყვა არ დაუსველებია ბახტაძეს საზოგადოების ინფორმირებისთვის, თუ რატომ მოხსნა, – იქნებ “კარგად” მუშაობდა და გადაიღალა … 😉
გადაავლეთ თვალი ამ პოსტს და მიხვდებით, რატომ არის კვირიკაშვილი უარესის ღირსი შონიასთვის თავის დროზე ამ ყველაფრის პატიებისთვის და სახელმწიფოს და ხალხის მიმართ დანაშაულებზე თვალის დახუჭვისთვის!!!”