ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალაია, სასამართლომ, გაათავისუფლა. მას 10 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა. “დღეს საქმის გადახედვა უნდა ყოფილიყო, ჩვენ ვითხოვდით გირაოთი გათავისუფლებას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა“- განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.
თენგიზ ქობალიას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
ზუგდიდში, თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერი აქცია რამდენჯერმე გაიმართა.