- , დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთგულმა შემომწირველმა, თბილისში მოღვაწე ზუგდიდელმა მეცნიერმა, ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, თემურ ვეკუამ, დადიანების სასახლეს საჩუქრად გამოუგზავნა, კავკასიის ისტორია“ – I და II ტომი, როინ მეტრეველის რედაქტორობით.
დადიანების სასახლის ინფორმაციით, ორტომეულში გადმოცემულია კავკასიის ისტორია, უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის ჩათვლით, ქართული და უცხოენოვანი წყაროების, არქეოლოგიური და ეთნოლოგიური, ნუმიზმატიკური და ფოლკლორული მასალის შესწავლის საფუძველზე.
წიგნი გამოიცა საქველმოქმედო ფონდ ,,ხარებას“ ფინანსური მხარდაჭერით, გამომცემლობა ,,არტანუჯში”