- 25 იანვარს, 15:00 საათზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოგიდგენთ ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლს “აბუ და ბე”.
“მუსიკის მკვლევარი პერსონაჟები პატარა მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. აბუ, ბე, აბდა და უბდა საოცარ თავგადასავალს გპირდებათ. ისინი მაყურებელთან შესახვედრად აბდაუბდა სამყაროდან ჩამოვიდნენ და ამტკიცებენ, რომ მუსიკა აკეთილშობილებს ნებისმიერ არსებას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.