- 17 იანვარს, 15:00 სთ-ზე, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება მუსიკალური სპექტაკლი “კატოს ნატვრა”.
“ჯადოსნური ისტორია, რომელიც პატარა კატოს გარშემო ვითარდება, თანამედროვე ოჯახების პრობლემას – ურთიერთობების უკმარისობას ეხმიანება.
კატოსთვის ვერავინ იცლის, მას ხომ მხოლოდ ყურადღება და თამაში უნდა. ამიტომ ჯადოსნურ ღამეს ჩათქმული ნატვრა – “მეტი ყურადღება გამოიჩინონ ადამიანებმა ერთმანეთის მიმართ” ჯადოსნურ რეალობად იქცევა. კატო შეხვდება დროს, ბავშვობას, შიშს, საიდუმლოებას, ღამეს, დედობრივ სიყვარულს და მათთან ერთად ცხოვრების პატარ-პატარა საიდუმლოებებს შეიცნობს”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.