ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ბურალტერს ბელა ქობალიას (მაქაცარიას) თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” გადაეცა. თეატრალური საზოგადოების წოდება “ამაგდარი” გადაეცა საქართველოს სხვადასხვა თეატრში მომუშავე 24 ადამიანს.
14 იანვარს, ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით, “საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში ქართული თეატრის დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.