თეატრალური დღეები სასახლეში


“დარისპანის გასაჭირი” (დ.კლდიაშვილის კომედია) – დრამატული წრე (დამდგმელი რეჟისორი ნონა ტოტოჩავა)

“ლალი, სიყვარული და სხვები” (გ.ბათიაშვილის პიესის მიხედვით)- საყმაწვილო თეატრი (დამდგმელი რეჟისორი მერაბ კაკალია)

მუსიკალური სპექტაკლი “ბრემენელი მუსიკოსები” (ძმები გრიმების ზღაპრის მიხედვით – სტუდია “რიბირაბო” (სპექტაკლზე მუშაობდნენ: ნინო მამფორია, ნათია ზარანდია, ეკა კერესელიძე, ნონა ტოტოჩავა).

სპექტაკლების ნახვის შემდეგ, “ზუგდიდელები” გაესაუბრა მაყურებლებს.

ცნობილი ახალგაზრდა მომღერალი, თამარ ლილუაშვილი ამბობს, რომ ასეთი ღონისძიებები საჭიროა და ხშირად უნდა ტარდებოდეს.

მაყურებელი ხათუნა გერგედავა კი, გვეუბნება, რომ ის ემოციით დატვირთული მიდის სპექტაკლებიდან, და მიესალმება იმას, რომ ზუგდიდელ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში.

ფაქტი, რომ ამ დღეებში, სასახლის დარბაზში, სპექტაკლები, უამრავმა მოზარდმა ნახა, ამართლებს თეატრალური დღეების ერთ–ერთ ძირითად მიზანს–თეატრს დაუბრუნოს მისი ყველაზე გულწრფელი და ერთგული მაყურებელი – ბავშვები.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!