თბილისის ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს


  • სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული დაწესებულებების ინსპექტირებისას, თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. ინფორმაციას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ავრცელებს.

“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული დაწესებულებების ინსპექტირებისას, თბილისში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების სამმართველოს თანამშრომლებმა, აფთიაქში პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის საკონტროლო შესყიდვა განახორციელეს, რის შემდეგაც, დაწესებულებაში ჩატარებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ ადგილი ჰქონდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით. უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული 917 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და ჩამოერთვა დაწესებულებას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაეგზავნა სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონისძიებებს ყოველდღიურად ახორციელებს”.-ნათქვამია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!