თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია


  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ150–კმ152 (სოფ.ხევი) მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. რის გამოც, 2023 წლის 15 მარტს 11:00 სთ-დან, 18:00 სთ-მდე, იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

უწყების ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში და გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

four × five =

Akismet ანტისპამი