თაზო ფაცაცია-დღევანდელი დღე ნამდვილად გამოაშკარავებაა და ლუსტრაციაა


  • “დღევანდელი დღე ნამდვილად გამოაშკარავებაა და ლუსტრაციაა იმ ორი პარტიის, რომელიც ერთი და იგივე იდეოლოგიას ატარებს სხვადასხვა სახელებით, – განაცხადა საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, თაზო ფაცაციამ.

“ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მას დამსგავსებული “გახარია საქართველოსთვის” არა, “გახარია სააკაშვილისთვის”, ნამდვილად მათ ამის დემონსტრაცია მოახდინეს. ყველა ის ამომრჩეველი არის იმედგაცრუეებული და გულდაწყვეტილი, რომლებმაც დაუჭირეს “გახარია საქართველოსთვის” პარტიას მხარი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იქნებოდა ნამდვილად სულ სხვა კურსით და მიმდინარეობით სხვა პლატფორმის პარტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გახარია ნამდვილად არის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი. მათ პოლიტიკური ქორწილი დღეს დაამტკიცეს ზუგდიდში, ისევე როგორც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. “ქართული ოცნება” ყოველთვის დადგება და ყოველთვის გაატარებს იმ ადამიანების, ხალხის ინტერესებს, რომლებსაც უნდათ განვითარდეს სწორად ეს ქალაქი და ქვეყანა.

თაზო ფაცაციას განმარტებით, თანამშრომლობა ნამდვილად იქნება მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც მოსახლეობის და ქალაქის ინტერესები იქნება მაღალი, და რაც მუნიციპალიტეტს დასჭირდება. ” მე მეეჭვება ნაციონალური მოძრაობის და გახარიას ალიანსის ეფექტიანი მუშაობის, რამეთუ მათ უკვე დაამტკიცეს თავიანთი ნაბიჯებით. ერთმა პარტიამ თავიანთი პოლიტიკური წარსულით, მეორემ მასთან გაერთიანებით, რომ ისინი სიკეთეს არ უქადიან მუნიციპალიტეტს, მაგრამ ჩვენ ამის საშუალებას მათ არ მივცემთ. რამეთუ ბოლომდე, ყველანაირ საკითხს ისე გავატარებთ, როგორც აინტერესებს მოსახლეობას და ზუგდიდელებს. ხოლო იმ ნაწილში, სადაც ისინი ერთიანდებიან, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, რომ რეჟიმმა მხარი დაუჭირა “გახარია საქართველოსთვის”, ხოლო მომდევნო ეტაპზე “გახარია საქართველოსთვის” რეჟიმს დაუჭერს მხარს, რაც თითქმის ერთი და იგივეა. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა ხდებოდა ზუგდიდში – ის სანგრები, ის უბედურება, ავადსახსენებელი პერიოდი და ეს ყველაფერი ერთად აღებული ქმნის იმ გარემოებას, რომ ეს არის სამარცხვინო მდგომარეობა, რაც დღეს ამ ორმა პარტიამ ზუგდიდში გააკეთა. მათ ამ ტვირთის ტარება მოუწევთ ბოლომდე, როგორც ადამიანურად, ისე პოლიტიკურად”,-განაცხადა თაზო ფაცაციამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!