- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ფაცაციამ “ენმ” წარმომადგენელისადმი თინათინ ბოკუჩავასადმი, გამოთქმული სექსისტური განცხადების გამო ბოდიშს უხდის.
“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ჩადენილი პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების გამო, როდესაც ადგილი ქონდა საკრებულოში შეჭრის მცდელობას, ვიყავი აღშფოთებული და ემოციურ ფონზე, ფეისბუქის პირად გვერდზე გამოვაქვეყნე მიუღებელი სტატუსი, რის გამოც, მინდა ბოდიში მოვუხადო ადრესატს და საზოგადეოებას.” ნათქვამია დეპუტატის ფეისბუქგვერდზე.