- ორმოცი დღე გავიდა იმ დღიდან, რაც ოჯახის საყრდენი, ძვირფასი ადამიანი, საყვარელი ზურაბ გულორდავა აღარ არის ჩვენს გვერდით.
ზურაბი დაიბადა 1958 წლის 21 იანვარს. ბავშვობიდანვე ზუგდიდთან იყო დაკავშირებული მისი ცხოვრება. 1978 წელს ზურაბმა ოჯახმა შექმნა სვეტლანა ლატარიასთან. მათ ერთად გაიარეს ცხოვრების გზა, – სიხარულიც და განსაცდელიც, სამი შვილი გაზარდეს: დავით, ქეთინო და კონსტანტინე გულორდავები.
1995 წლიდან მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სატრანსპორტო სფეროს დაუკავშირდა. იგი მართავდა ქალაქის №4 და №16 სატრანსპორტო მარშრუტს. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მგზავრების უსაფრთხოებას და კომფორტს. ზურაბი მთელი 30 წელი ემსახურა ამ საქმეს. მისი მრავალწლიანი შრომა 2022 წელს განსაკუთრებულად დაფასდა, – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საპატიო თანამშრომლის წოდება მიენიჭა.
დღეს, როცა მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღე გავიდა, ყველაზე რთული იმის გააზრებაა რომ ზურაბი ჩვენს გვერდით არ არის. სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩა ჩვენი ტკბილი საუბრები, ურთიერთობები.
მეუღლე, შვილები მის სიყვარულსა და ხსოვნას მუდამ გულით შეინახავენ. ზურაბის სიყვარული და სითბო განსაკუთრებით დარჩება მისი შვილიშვილების: მარიამის ზურიკოს და ანკას გულებში. მათთვის ბაბუა, ყოველთვის, იქნება ადამიანი, რომლის დარიგებები, გამოცდილება და ფასეულობები მუდამ გაჰყვებათ ცხოვრების გზაზე. ორმოცმა დღემ მონატრება ვერ გაანელა. მარადიული ხსოვნა და ნათელი ზურაბ გულორდავას ხსოვნას.
სიყვარულით ბიძაშვილი ზურაბ გულორდავა
