- ძლიერმა ქარმა და უხმა ნალექმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ,ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა გადაადგილების პრობლემა შექმნა, თუმცა მალევე მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ საგზაო მონაკვეთების დასუფთავება მოხდა.
ამ დროისათვის ინტენსიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია ეცნობა.
სამუშაოებს ა(ა)იპ “კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს.