- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ გარკვეული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა, ასევე ჩამოირეცხა გზები.
ზუგდიდის მუნუციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებულ ვითარებას ადგილზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ნინო ვიბლიანთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
უწყების ცნობით, ამ წუთებში სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს, მუშაობს სპეციალური ტექნიკა.
სამუშაოებში ჩართულია ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“.