ზუგდიდში ფოლკლორის ფესტივალი “კოლხი და” მიმდინარეობს


  • ზუგდიდში პოლიკარპე ხუბულავას სახელობის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „კოლხი და…“ გაიხსნა.

ფესტივალის პირველი დღე ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ფესტივალი ორდღიანია და 15 ივლისს, ანაკლიის ისტორიული ციხესიმაგრეში გაგრძელდება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

ფესტივალში მონაწილეობენ ანსამბლები: რუსთავი, ბასიანი, ერისიონი, არსიანი, ოდოია, ბედინერა, კოლხური ტრიო , ფაზისი, ჰარირა, ორბელი, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, მუსიკელი, ჩელა, ჩხოროწყუ, კოლხეთი, ეგრისი.

ღონისძიება ვლაქერნობის დღესასწაულის კვირეულთან დაკავშირებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ “ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის” ორგანიზებითა და მხარდაჭერით იმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!