ზუგდიდში უფასო სკრინინგის აქცია გაიმართება


  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ტარდება, რომლის ფარგლებშიც 20 ნოემბერს აქცია ზუგდიდში (რუხი – რუხის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო) გაიმართება.

ადგილობრივ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მონაწილეობით უფასოდ ჩაიტარონ შემდეგი კვლევები:

  • ძუძუს კიბოს სკრინინგი
  • საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
  • პროსტატის კიბოს სკრინინგი
  • არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგი
  • B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის სკრინინგი

სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა — იგი დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 116001.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

9 + fifteen =

Akismet ანტისპამი