- დღეს, ზუგდიდში, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. მათ სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინის მოსახლეობას და ჟურნალისტებს, რომლებიც ახლა ომის პირობებში სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობენ.
“სამეგრელოს მედია შევიკრიბეთ და მხარდაჭერას ვუცხადებთ პირველ რიგში, ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. ჩვენ ვიცით, რა არის ომი, გამოვლილი გვაქვს 2008 წელს. გვინდა მხარდაჭერა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს, ვუთხრათ, რომ ისინი მარტონი არ არიან. დიდება უკრაინას, დიდება გმირებს”, – განაცხადა ტელერადიოკომპანია “ოდიშის” წარმომადგენელმა ნანა ქობალიამ.