ზუგდიდში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს


  • დღეს, ზუგდიდში უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. მოქალაქეებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გარდაცვლილი მეომრების ფოტოები მიიტანეს და ყვავილებით, სანთლებით დაღუპული გმირები გაიხსენეს.

“დროას” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას გარდაცვლილთა ოჯახებისთვის უნდა მიესამძიმრებინა და დაღუპულებისთვის გმირის წოდება მიენიჭებინა, თუმცა ეს არ გააკეთეს. სამაგიეროდ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წევრები შეიკრიბნენ სათანადო პატივის მიგების მიზნით.

“დღეს, აქ მოვედით იმისთვის, რომ ამ გმირი ბიჭებისთვის მიგვეგო სათანადო პატივი, აგვენთო სანთლები და გვეთქვა ჩვენი სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ისინი ნამდვილად გმირები არიან, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის იმპერიის დანგრევის იდეას”.

ზუგდიდის გარდა, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს კიდევ რამდენიმე ქალაქში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!