- ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი გაიხსნა.
სპორტკომპლექსში განთავსებულია დიდი (33×25მ) და პატარა (16×8მ) ზომის საცურაო აუზები, სავარჯიშო და ძალოსნობის დარბაზები.
სპორტული კომპლექსი აღჭურვილია ცურვის, წყალბურთის და ძალოსნობის შეჯიბრების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით.
სპორტკომპლექსის გვერდით აშენდება კალათბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები.