ზუგდიდში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალი სამმართველო გახსნა


  • სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდში ახალი სამმართველო გახსნა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ, ახალი ოფისი მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.

ახალი რეგიონალური სამმართველოს ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ოფისი უზრუნველყოფილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, გამოკითხვის, ამოცნობის ოთახებით და  ბავშვის გარემოზე მორგებული არასრულწლოვნის ოთახით.

უწყების ინფორმაციით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი რეგიონალური სამმართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლებს საშუალებას მისცემს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარეში მომხდარ სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მოახდინონ დროული რეაგირება და საქმეზე ჩაატარონ ობიექტური და ეფექტიანი გამოძიება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო, ღია კონკურსის გზით შერჩეული გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტდა. ახალი სამმართველოს გაძლიერების მიზნით, სამსახური კვლავ ატარებს ღია კონკურსს გამომძიებლების, ოპერატიული თანამშრომლების და სტაჟიორების შესარჩევად.

უახლოეს მომავალში რეგიონალური ოფისების გახსნა ქ. რუსთავსა და ქ. გორშია დაგეგმილი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!