- პირველად ზუგდიდში, 16 და 17 მაისს, საქართველოს თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლი “იავნანამ რა ჰქმნა?!” წარმოადგინა.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დაუვიწყარი წარმოდგენა იხილეს ზუგდიდელმა ბავშვებმა.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლავთ ორგანიზაცია “ქართული” და მისი დამფუძნებელი ნინო გოგოხია.
სპექტაკლის ჩვენება ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.