ზუგდიდში საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში დასრულდა


  • ზუგდიდის სპორტკომპლექსმა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა 1900-მდე და 1500-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეთა შორის.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 106 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ჩემპიონატის საერთო საპრიზო ფონდი 3500 ლარს შეადგენდა. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულისა და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

ჩემპიონებსა და პრიზიორებს გადაეცათ სპეციალური თასები, მედლები, დიპლომები და ფულადი პრიზები.

U1900 კატეგორია

I ადგილი – ალექსანდრე აკოფაშვილი (თბილისი) – 7.5 ქულა

II ადგილი -გრიგოლ ბეჭვაია (ზუგდიდი) – 6.5 ქულა

III ადგილი -გიორგი წულაია (ფოთი) – 6.5 ქულა

U1500 კატეგორია

I ადგილი – სანდრო ნარსია (ფოთი) -7.5 ქულა

II ადგილი – ნიკოლოზ ფუტკარაძე (ვანი) – 7 ქულა

III ადგილი – გიგი კაცია (ზუგდიდი)- 7 ქულა


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 × 2 =

Akismet ანტისპამი