დღეს, 13 ნოემბერს, 15:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ზუგდიდის სამხატვრო სტუდია „ეტიუდისა“ და ზუგდიდის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ერთობლივი ნამუშევრები.
გამოფენა „შემოდგომის ფერები“ გალერეაში 16 ნოემბრამდე გაგრძელდება.
