“ბლოკ- ჯორჯიამ” და მენეჯმენტმართვის ჯგუფმა “პრაიმედმა”, დღეს, ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში, რეაბილიტირებული ინფექციური საავადმყოფო საზეიმოდ გახსნეს. კლინიკის რეაბილიტაცია მილიონ ლარამდე დაჯდა. “ბლოკ-ჯორჯიას” ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პერსონალის რაოდენობა გაიზარდა. “დღეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს 42 თანამშრომელი ჰყავს, საავადმყოფო აღიჭურვა ახალი ტექნოლოგიებით, გაკეთდა სპეციალიზირებული ბოქსები, რაც ინფექციის გავრცელების შეზღუდვას უწყობს ხელს”. მისი თქმით, მომავლისთვის, აპირებენ მათ მფლობელობაში არსებული 12 კლინიკის რეაბილიტაციას და ჩაიდება რამდენიმე მილიონის ინვესტიცია. [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=I1apLqpc3Q4[/embedyt]
მოწვეულ სტუმრებს მიესალმა საავადმყოფოს დირექტორი მადონა სართანია. მან აღნიშნა, რომ საავადმყოფო 1994 წლიდან მუშაობს. მისი განმარტებით, საავადმყოფო ემსახურება არა მარტო სამეგრელო-ზემო სვანეთის მცხოვრებლებს, აფხაზეთის მოსახლეობასაც. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა ზუგდიდის ახლადარჩეული მერი ლაშა გოგია. მან მომსახურე მედპერსონალს მადლობა გადაუხდა და წარმატებები უსურვა. დღესვე, საავადმყოფოს ექვს თანამშრომელს მადლობის სიგელები გადაეცათ. კლინიკა ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში როგორიცაა: C ჰეპატიტის ელინიმაციის პროგრამა, ინფექციური დაავადებების სტაციონარული პროგრამა, შიდსის სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურება და გადაუდებელი ამბულატორიული დახმარების პროგრამა.