ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა


  • ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ეროვნული გმირის ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ზუგდიდის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წევრები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მერმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ჟიული შარტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.

ჟიული შარტავას ბიუსტი ,,ეროვნული ერთიანობის ცენტრ – ჟიული შარტავას საზოგადოების“ ინიციატივით შეიქმნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!