ზუგდიდში პატივი მიაგეს 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას


13 ივნისს, თბილისის წყალდიდობის დროს დაღუპული დები ზარანდიების ხსოვნას, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად პატივი მიაგო.

ლიზი და ინდირა ზარანდიებთან ერთად, ჩვენი რეგიონიდან, სტიქიას, ზუგდიდელი მარიამ ქუთელია ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დღსვე, პატივი მიაგეს მარიამის ხსოვნას და საფლავები გვირგვინით შეამკეს.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გარდაცვლილთა შორის სამეგრელოდან 3 ახალგაზრდა იყო.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!