ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა


  • 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან მსვლელობა გაიმართა.

სადღესასწაულო მსვლელობაში ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სასულიერო პირები, მრევლი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და რიგითი მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

სასულიერო პირებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია აკურთხეს. მოგვიანებით კი, ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკასთან პარაკლისი გადაიხადეს.

ინფორმაციისთვის: ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, 17 მაისს, ქვეყანაში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!