- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია განცხადებას ავრცელებს:
“17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია ||-ის ლოცვა-კურთხევით, ქ. ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა. 13:00-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის მთავარ მოედანთან აღმართულ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მოზაიკურ ნიშამდე, სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი.
მკვდრეთით აღდგომილმან ჭეშმარიტმან ქრისტემან ღმერთმან ჩვენმან დალოცოს, ქრისტიანული ოჯახის ღირებულებების დამცველები და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფოტო: ინტერნეტი