- საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ზუგდიდში, მუყაოსა და ქაღალდის განცალკევებული შეგროვების საპილოტე პროექტი დაიწყო.
უწყების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში ნარჩენების განცალკევებული შეგროვების პრაქტიკის დანერგვას და ითვალისწინებს როგორც ნარჩენების განცალკევებულ შეგროვებას, ასევე, მათ დამუშავებასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, შემდგომში მათი ხელახალი გამოყენებისათვის.
პროექტი ხორციელდება “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”- ის საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით.