- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში ზუგდიდელი მხატვრის, მურმან დემურიას ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის სხვადასხვა პერიოდის შემოქმედება, რომელიც ადგილობრივი ხელოვნების მოყვარულებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ღონისძიებას კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
საზოგადოებას მხატვრის შემოქმედების გაცნობა კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შეეძლება – გამოფენა გალერეაში 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
