- დღეს, დეზინფექცია ჩაუტარდა საჯარო სკოლის იმ ტრანსპორტს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების გადაადგილებას. სამუშაო პროცესს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა რესურსცენტრის უფროსთან კახაბერ ფარცვანიასთან ერთად გაეცნო.
როგორც გიგა ფარულავამ აღნიშნა, საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობის ინსპექტირებას მერიის შესაბამისი სამსახური რესურცენტრთან ერთად ახორციელებს. საჯარო სკოლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დასაცავად, სკოლებში მოწმდება დეზობარიერები და სადეზინფექციო ხსნარებისა და პირბადეების მარაგი. “ჩვენთვის მნიშნელოვანია თითოეულმა მოსწავლემ და პედაგოგმა თავი უსაფრთოდ იგრძნოს, ამისთვის მერია ყველა საჭირო ღონისძიებას გაატარებს“-აღნიშნა მერის პირველმა მოადგილემ.