- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსზე გამოკვლეული 146 ნიმუშიდან 1 პასუხი დადებითია.
“პაციენტი ზუგდიდელია და იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. მისი კონტაქტების ეპიდკვლევაზე მუშაობს ჯანდაცვა”,-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალგაზრდა მამაკაცს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი გადაყვანილია რუხის კლინიკაში.