- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აღებული 942 ნიმუშიდან 19-ს კოვიდ ინფექცია დაუდასტურდა.
აქედან, 3 არის უცხო ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე, რომელიც საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა, დანარჩენი ზუგდიდის შემთხვევებია. აქედან სამი მერიის თანამშრომელია. მიმდინარეობს ყველა ახალ ინფიცირებულთან კონტაქტების კვლევა.
სულ რეგიონის მასშტაბით კოვიდ ინფიცირებულია 65 მოქალაქე. ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფება 116 მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება – 59 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი.