- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშებიდან 138 ზე დადებითი პასუხია.
აქედან 93 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 12 შემთხვევა მესტიაში, 10 შემთხვევა ჩხოროწყუში, 8 შემთხვევა სენაკში, 7 შემთხვევა ფოთში. 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ხობში და 1 შემთხვევა აბაშაში. ასევე არიან 2 უცხო ქვეყნის ინფიცირებული მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც აღებულ იქნა ზუგდიდში ინფექციურ საავადმყოფოში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 140 ადამიანი.