- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 535 ნიმუშებიდან 117 -ზე დადებითი პასუხია.
აქედან 82 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 13 შემთხვევა სენაკში, 12 შემთხვევა ჩხოროწყუში, 9 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 1 შემთხვევა ხობში.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 157 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 2 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 132 ადამიანი.