ზუგდიდში კორონავირუსის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 276 ნიმუშებიდან 93 -ზე დადებითი პასუხია.

აქედან 59 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში. 10 შემთხვევა ფოთში, 7 შემთხვევაა წალენჯიხაში. ასევე 7 შემთხვევა  ჩხოროწყუში, 6 შემთხვევა სენაკში, 3 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, 1 ოკუპირებული აფხაზეთის ტეროტორიიდან, მათი ნაწილი უკვე დადასტურებული კონტაქტები არიან, ხოლო ნაწილი კი ახალი შემთხვევებია და ისინი ცხელებით შესული პაციენტები არიან.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 119 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 9 პირი მათ შორის 5 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (3 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 წალენჯიხა, 1 სამტრედია, 3 ქუთაისი).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 174 ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five × 5 =

Akismet ანტისპამი