- ზუგდიდში ერთ ადამიანს კორონავირუსი დადასტურდა, რომელიც რუსეთიდან ლარსის გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა. შუახნის მამაკაცი ზუგდიდში ძმის გასვენებაზე ჩამოვიდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი 12 ივნისს შემოვიდა ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან, გადაიყვანილ იქნა კარანტინში. ჩაუტარდა პისიარ კვლევა, რომლის უარყოფითი პასუხის შემდგომ 14 ში გაანთავისუფლეს კარანტინიდან დროებით ( ძმის გარდაცვალების გამო). გუშინ, ჩაუტარდა ტესტირება და საეჭვო შემთხვების გამო გადაიყვანეს რუხის კლინიკაში და კორონავირუსი დღეს, დაუდასტურდა.
70 წლამდე მამაკაცი, იმყოფებოდა გასვენებაზე. 7 ადამიანი გადაყვანილია კარანტინში და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.