- რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 640 ნიმუშის გამოკვლევა მოხდა. მათგან 57 -ზე დადებითი პასუხია (მათ შორის 2 ნიმუშის პასუხი, რომელიც 15.10.2020 იქნა აღებული და კვლევაში იყო დარჩენილი).
ზუგდიდი 26, ფოთი 14, წალენჯიხა 2, სენაკი 5, ხობი 4, მარტვილი 1, აბაშა 1, აფხაზეთი 4
გამოვლენილი შემთხვევებიდან უმეტესობა არის უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 84 კოვიდ პაციენტი, აქედან 16-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 181 ადამიანი.