- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 38 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 15 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 20 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 38 პაციენტი, მძიმე 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 24 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცი ზუგდიდის მცხოვრებია. პაციენტი 13 იანვარს, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.