- ზუგდიდში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირის პირველადი ანალიზის პასუხი Covid 19-ზე უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ანზორ ქობალიამ ჟურნალისტებთან დაადასტურა. მისი ინფორმაციით, დღესვე გახდება ცნობილი განმეორებითი ანალიზის შედეგიც.
“გუშინ, აღებული ანალიზის შედეგი არის უაყოფითი, დღეს ისევ ავიღებთ ანალიზს და საღამოს გვეცოდინება პასუხი, თუ იქნა უარყოფითი ეს იქნება პირველი შემთხვევა სამეგრელოს რეგიონში, რომ გამოჯანმრთელებული პაციენტი გვეყოლება“, – განაცხადა ანზორ ქობალიამ.