- ზუგდიდის იფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღის ბოლომდე 29 პაციენტს COVID 19-ზე გამოიკვლევენ. მათ შორის არიან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს და სენაკის ცხელების ცენტრის მედიკოსები. PCR კვლევა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და დღის ბოლოს დასრულდება.
ცნობისთვის, ამ დრომდე სამედიცინო კორპორაცია “პრაიმედის” ლაბორატორიაში ასამდე პაციენტია COVID 19-ზე გამოკვლეული. “პრაიმედის” ლაბორატორიაში ხვალიდან ჩინურ რეაქტივებს ელოდებიან. ამის შემდეგ ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს. კვლევები ჩაუტარდებათ ჯარისკაცებს და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს.