- ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე 26 ნიმუში გაიტესტა.
მათ შორის 21 პაციენტია, 5 კარანტინში მყოფი პირი, 21 პაციენტიდან 4, უკვე დადასტურებული შემთხვევის შუალედური ანალიზი იყო. ისინი ე.წ ტრაილერის მძღოლის კლასტერიდან არიან. ერთის შუალედური პასუხი უარყოფითია, სამის კი ისევ დადებითი.
26 ანალიზიდან 23 უარყოფითია.
ინფორმაციისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ე.წ მძღოლის კლასტერიდან ორი პირი გამოჯანმრთელდა.