ზუგდიდში ზაირა ბეჭვაიას პერსონალური გამოფენა “მოდი, დაგხატო” გაიმართა


დღეს, 24 სექტემბერს, ზუგდიდის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში ადგილობრივი ფერმწერის, ზაირა ბეჭვაიას პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიციაზე მხატვრის სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები გამოიფინა. ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოდან გაცნობოდნენ ავტორის შემოქმედებასა და მის მიერ შექმნილ ფერწერულ სამყაროს.

გამოფენის ნახვა დაინტერესებულ პირებს 27 სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

ზაირა ბეჭვაია 2026 წლის აპრილში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one + 20 =

Akismet ანტისპამი