- ზუგდიდში, ვაქცინაციის კიდევ ერთი კაბინეტი გაიხსნება, სადაც აცრის ჩატარება ონლაინ რეგისტრაციის გარეშე იქნება შესაძლებელი.
ზუგდიდის მერიის ინფორმაცით, 16 აგვისტოდან, ზუგდიდში, რუსთაველის N89 – ში (ყოფილი იმპექსის შენობა) გაიხსნება ვაქცინაციის ცენტრი.
მოქალაქეებს, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეეძლებათ იმუნიზაცია.
იმუნიზაციის ახალ კაბინეტში აცრა შესაძლებელი იქნება “სინოფარმის” და “სინოვაკის” ვაქცინებით.
ცენტრი აღჭურვილი იქნება იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი იქნებიან სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი.
ამ ეტაპზე ზუგდიდში, ვაქცინაცია მიმდინარეობს “ევექსის” ჰოსპიტალში, “ევექსის” ამბულატორიაში და რუხის კლინიკაში.