- ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სარჩევნო შტაბის ლიდერებმა, რიგითმა წევრებმა და სოფლის კოორდინატორებმა პარტია დატოვეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოქალაქეებმა, საარჩევნო ზონის უბნის კოორდინატორებმა და წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, შევუერთდეთ ნიკა მელიას გუნდს, დავტოვოთ “ენმ“ და გავაგრძელოთ მელიას გუნდთან ერთად ჩვენი სიმართლითა და ღირსებით ბრძოლა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის”,- განაცხადეს ჟურნალისტებთან.
ინფორმაციისთვის: უფრო ადრე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოში პარტიის 14-მა წევრმა დატოვა.