ზუგდიდში დასავლეთ საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებისთვის ღია პირველობა ჩატარდა


  • საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ზუგდიდში დასავლეთ საქართველოში არსებული კუდოს კლუბების სპორტსმენებისთვის ღია პირველობა ჩატარდა.

საქართველოს კუდოს ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრში 150-მდე კუდოისტი მონაწილეობდა.

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა საკვალიფიკაციო ხასიათის ტურნირია. შეჯიბრს საქართველოს კუდოს ფედერაციის მთავარი ინსტრუქტორი დავით ყოლბაია ხელმძღვანელობდა, სენსეის ასისტენტობა კუდოს მწვრთნელებმა, ირაკლი პაპავამ, ჯაბა ხარჩილავამ, რომეო გაბლაიამ და საქართველოს კუდოს ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა და ყოფილმა კუდოისტმა ლუკა ყოლბაიამ გაუწიეს.

გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადაეცათ;

ტურნირის მიზანია, დამწყებ კუდოისტებს ხელი შეუწყოს ადაპტაციასა და განვითარებაში. ასევე, სპორტსმენებმა მიიღონ შეჯიბრში მონაწილეობის გამოცდილება, რაც შემდგომ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 24 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!