ზუგდიდში გუშინ დაგეგმილი აქცია გაიმართა


  • ზუგდიდში, გუშინ დაგეგმილი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა პარტიამ გააკეთა განცხადება “უცხოური გავლენის აგენტის შესახებ” კანონის გაწვევაზე, ზუგდიდელი ახალგაზრდების, საზოგადოებრივი აქტივისტების და მოქალაქეების მიერ წინასწარ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა, მაინც გაიმართა.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ჯერ კიდევ ბევრია საბრძოლო, კანონის გაწვევასთან ერთად უნდა გათავისუფლდნენ პატიმრები, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.

აქცია გაიმართა სკეიტპარკში. მსვლელობა გაიმართა გუბერნიისკენ და მერიის მიმართულებით.

აქცია-მსვლელობა კანონის გაწვევის მოთხოვნით გაიმართა გუშინაც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 + eleven =

Akismet ანტისპამი