ხვალ, ზუგდიდში გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერი აქცია გაიმართება


  • თბილისში, გამოსახლების საქმეზე დაკავებულ ზუგდიდელ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად, ხვალ, ზუგდიდში, რაიონულ პროკურატურასთან, სოლიდარობის აქცია გაიმართება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში, სოლიდარობის აქცია, სამ საათზე გაიმართება.

“ზუგდიდელებო! თბილისში ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგობისას დააკავეს ჩვენი თანამოქალაქეები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია. სასამართლომ მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ახლა 3-დან 6 წლამდე ციხე ემუქრებათ.
გიორგი და კაკო წინააღმდეგობას უწევდნენ აღსრულების პოლიციას, რომელმაც უროთი შეანგრია და ე.წ. ბარგალკით გაჭრა კარები, ძალადობით გაუსწორდა შეკრებილ მოქალაქეებს და შტურმით აიღო სახლი, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა.
ვიკრიბებით მათ მხარდასაჭერად. გიორგის და კაკოს ბევრი იცნობს ჩვენს ქალაქში, როგორც გულისხმიერ, ნიჭიერ და სამართლიან მოქალაქეებს. კაკო ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია და საქართველოს ისტორიას ასწავლის. გიორგი ილიას უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია და მუშაობს ქართველი ემიგრანტების თემაზე.
ისინი ციხეში არ უნდა დარჩნენ!
გამოსახლებები უნდა შეჩერდეს!
შემოგვიერთდით! შევუერთოთ ზუგდიდის ხმა საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს.”-ნათქვამია განცხადებაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!